Coachella 2022 წლის ჰედლაინერების სიას აქვეყნებს

296

ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის Coachella-ს ორგანიზატორებმა, 2022 წლის ღონისძიების სრული ლაინაფი გამოაქვეყნეს. კალიფორნიის შტატის ქალაქ ინდიოში ფესტივალი 15–17 და 22–24 აპრილს გაიმართება.

ამჯერად, Coachella-ს ჰედლაინერები იქნებიან კენიე უესტი, ბილი აილიში და ჰარი სტაილზი. ფესტივალში ასევე მონაწილეობენ Lil Baby, ფივბი ბრიჯერსი, Disclosure, Stromae, 21 Savage, Brockhampton, Doja Cat, Joji, Maneskin, Finneas, Swedish House Mafia და სხვები.