20 წლიანი პაუზის შემდეგ სოლიკო ვირსალაძის გამოფენა გაიმართება

342

ლეგენდარული ქართველი სცენოგრაფისა და მხატვრის, სოლიკო ვირსალაძის გამოფენას დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეა 14 იანვარიდან უმასპინძლებს. ღონისძიება სოლიკოს ვირსალაძის 113-ე წლისთავს ემთხვევა და მისი გამოფენების შემოქმედების ყველაზე ვრცელი გამოფენა იქნება.

გამოფენაზე 200-მდე ნამუშევარი და მის სახლ-მუზეუმში არსებული საარქივო ნივთები იქნება წარმოდგენილი. ასევე კულტურის სამინისტროს სსიპ-ებიდან წარმოდგენილ კოსიტიუმებს ვიხილავთ: ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“. სოლიკო ვირსალაძემ საკუთარი თავი მე-20 საუკუნის სცენოგრაფიაში დაგვამახსოვრა. მისი მოღვაწეობა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიწყო, თუმცა ისიც აღსანიშნავია რომ სოლიკო ვირსალაძის დიდი როლი მიუძღვის „ქართული ნაციონალური ბალეტი” სუხიშვილების კოსტიუმების შექმნაში.

გამოფენა 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

No description available.