Dexter-ის ახალმა სეზონმა რეკორდი მოხსნა

45

ცნობილი სერიალი დექსტერი 2006-2013 წლებში გადიოდა და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამას ის ფაქტიც ამტკივებს რომ ახალმა სეზონმა Dexter: New Blood რეკორდი ნახვებით დაამყარა და Showtime-ის ყველა დროის ყველაზე პოპულარული სერიალის ტიტული მოიპოვა. 10-ეპიზოდიან სერიალს ყოველ კვირას დაახლოებით 8 მილიონი ადამიანი უყურებდა.

“ძალიან გვიხარია ის გამოხმაურება, რომელიც ბოლო 10 კვირის განმავლობაში Dexter: New Blood-ის ფანებისგან მივიღეთ. მიუხედავად იმისა, მოეწონათ ფინალი თუ გაუჭირდათ იმ აზრთან შეგუება, რომ სერიალი დასრულდა, მათ ენთუზიაზმს ვაფასებთ”, — აცხადებენ Showtime-ში.

ბოლო სეზონში მოვლენები 10 წლის შემდეგ ვითარდება. სერიალის მთავარი გმირი ახალი სახელით ახალ ქალაქში ცხოვრობს, თუმცა ძველი ჩვევები მარტივად დავიწყებადი სულაც არაა.

აღსანიშნავია, რომ სეზონის ფინალური ეპიზოდი განსაკუთრებულად პოპულარული აღმოჩნდა და ის ერთ დღეში 3-მა მილიონმა მაყურებელმა ნახა.