ცნობილი წყვილი ჯეისონ მომოა და ლიზა ბონეტი ერთმანეთს დაშორდნენ

48

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველასათვის საყვარელი ვარსკვლავური წყვილი ერთმანეთს 16 წლიანი ურთიერთობის შემდეგ საბოლოოდ დაშორდა. სოციალურ ქსელში ჯეისონ მომოამ და ლიზა ბონეტიმ ერთობლივი პოსტი გამოაქვეყნეს და საზოგადოებას საკუთარი გადაწყვეტილება გაუზიარეს.

“ცვლილებები ყველგან ხდება და გამონაკლისი არც ჩვენი ოჯახია, ამას გიზიარებთ, არა იმიტომ, რომ საყურადღებოა, არამედ იმიტომ, რომ გულწრფელები ვართ. ჩვენ ერთმანეთი კვლავ გვიყვარს და პატივს ვცემთ, უბრალოდ ვათავისუფლებთ ერთმანეთს და ხელს არ ვუშლით აღმოვაჩინოთ ის ადამიანები, ვინც გვინდა რომ ვიყოთ.”

ჯეისონი და ლიზა ერთმანეთს 2005 წელს შეხვდნენ, ურთიერთობა კი ქორწინებით 2017 წელს დააგვირგვინეს. ვარსკვლავურ წყვილის პირველი შვილი 2017, ხოლო მეორე კი 2018 წელს შეეძინა.