Megan Fox & Machine Gun Kelly დაინიშნენ

405

ამერიკელი მსახიობი მეგან ფოქსი და რეპერი Machine Gun Kelly 11 იანვარს დაინიშნნენ. ვარსკვლავურმა წყვილმა რამდენიმეთვიანი ურთიერთობა ნიშნობით დააგვირგვინა.

“2020 წლის ივლისში, ამ ხის ქვეშ ვისხედით და სურვილები ჩავიფიქრეთ… თითქმის 2 წლის შემდეგ, ერთად გამოვლილი ჯოჯოხეთის და სიხარულით სავსე დღეების შემდეგ, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ველოდი, მან ხელი მთხოვა, და მე ვთქვი კი! 1.11.22 ” – წერს სოციალურ ქსელში მეგან ფოქსი

“მე არ ვიცოდი ვინ ვიყავი, სანამ მას თვალებში არ ჩავხედე. მაშინ ვიფიქრე, ვაუ, ეს საოცრებაა.” – დასძინა რეპერმა.

No description available.
No description available.