თიკა ჯამბურია ძველი სიმღერით თუმცა ახალი ვიდეორგოლით დაუბრუნდა მსმენელს

379

სულ რამდენიმე დღის წინ ქართველმა მომღერალმა, თიკა ჯამბურიამ საზოგადოებას გათანამედროვებული სიმღერა მუსიკალური ვიდეოთი წარუდგინა. ცნობილი სიმღერა ავთო ბადუაშვილს ეკუთვნის, თიკამ კი პირველად 11 წლის წინ შეასრულა.

როგორც ირკვევა, ძველი სიმღერის თანამედროვე ვერსიაზე თიკამ თავის მეგობართან, სოფო ტოროშელიძესთან ერთად მუშაობა შარშან ზაფხულში დაიწყო. შეგახსენებთ რომ სოფოს ნიკა მარგველაშვილთან ერთად Music Production-ი ეკუთვნის.

ისიც აღსანიშნავია, რომ ახალ ვერსიას რეპის ნაწილიც დაემატა რომელიც როგორც ირკვევა მომღერალს ერეკლე დეისაძემ დაუწერა.

თიკა ჯამბურია 2000-იანი წლების დასაწყისში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მუსიკალურ ინდუსტრიაში აქტიურად იყო ჩართული. როგორც თავად ამბობს, 2022 წლიდან მას ხშირად ვიხილავთ სცენაზე.