ქართველი ქალი რეჟისორები ტრიესტეს კინოფესტივალის ფოკუსში

141

21-30 იანვარს იტალიაში 33-ედ ჩატარდება ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში წამყვანი იტალიური ფესტივალია.

ყოველწლიურად სექცია WILD ROSES ფესტივალის აუდიტორიას სთავაზობს გამორჩეული ევროპელი ქალი კინორეჟისორების ნამუშევრებს. წელს ფოკუსში ქართველი ქალი რეჟისორები მოექცნენ. ტრიესტეში მოეწყობა რეტროსპექტივა შემდეგი პროგრამით:

“ანას ცხოვრება” (რეჟისორი ნინო ბასილია);

“დიდება დედოფალს” (რეჟისორი თათია სხირტლაძე);

“გრძელი ნათელი დღეები” (რეჟისორები ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი);

“კრედიტის ლიმიტი” (რეჟისორი სალომე ალექსი);

“მილსადენის მეზობლები” (რეჟისორი ნინო კირთაძე);

“როგორი იყო ოთახი” (რეჟისორი ქეთევან კაპანაძე);

“სხვისი სახლი” (რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე);

“მოთვინიერება” (რეჟისორი სალომე ჯაში);

“სველი ქვიშა” (რეჟისორი ელენე ნავერიანი).

აღსანიშნავია, რომ ტრიესტეს კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს სანდრო სულაძის ფილმი “გუშაგები”. იგი საქართველო-პოლონეთის კო-პროდუქციაა და შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

ასევე, ქართული პროექტები წარმოდგენილი იქნება ტრიესტეს კინოფესტივალის ინდუსტრიულ პლატფორმაზე WHEN EAST MEETS WEST:

პროდიუსერი რუსუდან პირველი მიწვეულია ანიმაციური პროექტის განვითარების ვორქშოპზე The ANIMA SPIRIT /Animation Inspirational Lab პროექტით “14 კრისტალის თეორია” (რეჟისორი გიორგი მასხარაშვილი);

რეჟისორი ალექსანდრე ქორიძე მიწვეულია პლატფორმაზე Last Stop Trieste დოკუმენტური ფილმის პროექტით “ატონალური გაბრწყინება”;