79 წლის ვარსკვლავმა ო იონგ-სომ ოქროს გლობუსი მიიღო

162

Netflix-ის სამხრეთ კორეული სერიალი SQUID GAME საზოგადოების ინტერესს გამოსვლიდან რამდენიმე თვეშიც კი არ კარგავს.

შეგახსენებთ, რომ ამბავი, რომელიც სასიკვდილო თამაშებში ჩაბმულ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებიც ერთმანეთს ფულადი ჯილდოსთვის ერკინებიან, უკვე არამხოლოდ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი, არამედ “ნეტფლიქსის” ყველაზე ნახვადი პროექტია.

სერიალის მიმდინარეობისას ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე #1 მაისურით ეჯიბრებოდა ახალგაზრდებს. 79 წლის ო იონგ-სომ სწორედ ამ გმირისთვის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ოქროს გლობუსი დაიმსახურა.