2022 წლის „ოსკარის“ ცერემონიას წამყვანი ეყოლება

182

სამ წლიანი პაუზის შემდეგ „ოსკარების“ წლევანდელ დაჯილდოებას წამყვანი ეყოლება. ამის შესახებ Hulu Originals-ისა და ABC Entertainment-ის პრეზიდენტმა კრეიგ ერვიჩმა განაცხადა. კრეიგს არ დაუსახელებია თუ ვინ მოგვევლინება წამყვანის ამპლუაში, თუმცა ჩუმად ჩაილაპარაკა, რომ შესაძლოა ცერემონიას თავად წაუძღვეს.2022 წლის „ოსკარი“ 27 მარტს ABC-ის ეთერში გავა.