ცნობილი სერიალი The Morning Show მე-3 სეზონით ბრუნდება

142

The Morning Show მესამე სეზონით სულ მალე დაბრუნდება. მასში მთავარ როლებს ისევ ჯენიფერ ენისტონი და რიზ უიზერსპუნი შეასრულებენ, თუმცა, შოუს ახალი პროდიუსერი ეყოლება. კერი ერინი, რომელმაც The Morning Show განავითარა და ორივე სეზონის პროდიუსერი იყო, თავის ადგილს შარლოტა სტუდს დაუთმობს. სტუდი მუშაობდა ისეთ შოუებზე, როგორებიცაა House of Cards და Homeland და Apple-თან ახლახან ხელი მრავალწლიან ხელშეკრულებასაც მოაწერა.

“მოხარული ვარ, რომ The Morning Show შევუერთდი. ჯენიფერ ენისტონი და რიზ უიზერსპუნი შესანიშნავი მსახიობები არიან და შოუსაც წარმატებით უძღვებიან. რაც შეეხება გადამღებ გუნდს, მათ დაუძლეველი და მიმზიდველი სამყარო შექმნეს, რომელიც თანაბრადაა მომხიბლავიც და პროვოკაციულიც”, — ამბობს ახალი პროდიუსერი, შარლოტა სტუდი.

ასევე, დადასტურებულად ვიცით, რომ მე-3 სეზონში ბილი კრუდაპს, მარკ დუპლასს, კარენ პიტმენს და ტომ ირვინს ვიხილავთ.