ალმოდოვარის პირველ ინგლისურენოვან ფილმში ქეით ბლანშეტი ითამაშებს

143

სულ მალე პედრო ალმადოვარის ახალ ფილმს A Manual for Cleaning Women-ს ვიხილავთ, რომელშიც მთავარ როლს ოსკაროსანი ქეით ბლანშეტი შეასრულებს. როგორც იცით ეს ალმოდოვარის პირველი ინგლისურენოვანი სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება.

გამოცემა Variety-სთან ინტერვიუში რეჟისორმა აღნიშნა, რომ სცენარს ჯერ ესპანურად წერდა, შემდეგ კი ინგლისურად თარგმნიდა. აღსანიშნავია, რომ ალმოდოვარის პირველი ინგლისურენოვანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სახელად ადამიანის ხმა ტილდა სუინტონის მონაწილეობით 2020 წელს გამოვიდა. რაც შეეხება ქეით ბლანშეტს, 2022 წელი მსახიობისთვის საკმაოდ დატვირთული იქნება. წელს მისი მონაწილეობით სამი ფილმის — TÁR-ის, Pinocchio-სა და Borderlands-ის გამოსვლაა დაგეგმილი.

იმის გათვალისწინებით, რომ ფილმის გადაღება სულ ახლახანს იწყება, ჯერ-ჯერობით გამოსვლის თარიღი უცნობია.