Euphoria-ს მეორე სეზონზე ქართულმა კომპანია Postred-მა იმუშავა

158

უკვე საკმაოდ დიდი ხანია გულშემატკივრები HBO-s ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის ეიფორიას მეორე სეზონს ელოდნენ. სულ ცოტა ხნის წინ კი ნანატრი პრემიერა შედგა. მეორე სეზონში განვითარებულ დეტალებს არ მოგიყვებით, თუმცა ერთი ძალიან სასიამოვნო სიახლე გვაქვს.

როგორც ირკვევა სერიალის მეორე სეზონის აუდიო ეფექტებზე ქართულმა კომპანია POSTRED-მა იმუშავა.

POSTRED 2015 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ისეთ ორ კინოსტუდიასთან მოაწერა თანამშრომლობაზე ხელი როგორებიცაა Paramount Pictures და A24-ია. ისიც აღსანიშნავია, რომ კომპანია ჰოლივუდის ორი ისეთი ახალი ფილმის აუდიოგახმოვანებასაც უზრუნველყოფს, როგორებიცაა საკულტო საშინელებათა ჟანრის ფილმების სერიის ახალი ნაწილი კივილი 5 და C’mon,C’mon, რომელშიც მთავარ როლს ოსკაროსანი ხოაკინ ფენიქსი ასრულებს.