Emily in Paris-ის მე-3 და მე-4 სეზონები დამტკიცდა

127

კომედიური სერიალი “ემილი პარიზში” კიდევ ორი სეზონით გაგრძელდება. ნეტფლიქსის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუს ახალი სერიები სულ ცოტა ხნის წინ 22 დეკემბერს გამოვიდა.

Emily in Paris-ის პირველი სეზონის გამოსვლიდან 28 დღეში სერიალს 58-მა მილიონმა მომხმარებელმა უყურა. პრემიერის კვირასვე ნეტფლიქსის სენსაციად ქცეულმა პროდუქტმა ყველაზე ყურებადი სერიალების ათეულში უკან ჩამოიტოვა გრეის ანატომია და კრიმინალური აზროვნება.

ემის დაჯილდოებაზე კი ემილი პარიზში ორ ნომინაციაშიც იყო წარდგენილი. ასეთი პოპულარობისა და წარმატების მიუხედავად იმისა, რომ სერიალი სტერეოტიპიზაციის გამო არაერთხელ გააკრიტიკეს, როგორც კულტურის სფეროში ცნობილმა ადამიანებმა ისე პოლიტიკოსებმა.