შინეიდ ო’კონორის შვილი გაუჩინარებიდან 2 დღეში გარდაცვლილი იპოვეს

178

ცნობილი ირლანდიელი მომღერლისა და სიმღერების ავტორის შინეიდ ო’კონორის ვაჟიშვილი გაუჩინარებიდან ორ დღეში გარდაცვლილი იპოვნეს. სამწუხაროდ მოზარდმა სიცოცხლის დასრულება თავადვე გადაწყვიტა. ამ მძიმე და საკმაოდ ფაქის თემაზე დეტალები არ საჯაროვდება, თუმცა მომღერალმა მხოლოდ ერთი განცხადება გააკეთა.

“ჩემმა მშვენიერმა შვილმა, ნევიიმ ნესტა ალი შეინ ო’კონორმა, ჩემი ცხოვრების ნათელმა წერტილმა, გადაწყვიტა დაესრულებინა მიწიერი ბრძოლა და ახლა ღმერთთანაა. მშვიდად განისვენოს, მინდა არავინ აღარასდროს მიბაძოს მის მაგალითს… ჩემო პატარავ. ძალიან მიყვარხარ, გთხოვ მშვიდად იყავი.”