40 წლის იუბილეს აღსანიშნავად ქეით მიდლტონი ახალ ფოტოებს ავრცელებს

113

9 იანვარს კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი 40 წლის გახდა. როგორც ხედავთ მან პრინცესა დაიანას საყურეები და Alexander Mcqueen -ის კაბა მოირგო და 3 ფოტოც გამოაქვეყნა.

საიუბილეო ფოტოსესიაზე ფოტოგრაფმა პაოლო როვერსიმ იმუშავა, რომელსაც ისეთ ცნობილ სახეებთან უთანამშრომლია, როგორიც ნაომი კემპბელი და კეიტ მოსია. როვერსის თქმით, ჰერცოგინიის სამი პორტრეტის გადაღება მისთვის “ჭეშმარიტი ბედნიერების მომენტი” იყო. ქეით მიდლტონმა და კემბრიჯის ჰერცოგმა, უილიამმა, 2011 წელს იქორწინეს და ახლა სამ შვილს ზრდიან.

მომავალ დედოფლად მიჩნეული ქეითი ბრიტანეთში გამორჩეული სიყვარულითა და რეპუტაციით სარგებლობს, დიდწილად საქველმოქმედო საქმიანობაში თავისი ჩართულობის გამო. რაც შეეხება დაბადების დღეს, მან ეს თარიღი ოჯახთან ერთად ნორფოლკში აღნიშნა.

No description available.
No description available.