2 თებერვლიდან ლილი ჯეიმსს პამელა ანდერსონის როლში ვიხილავთ

98

ლილი ჯეიმსი მსოფლიომ 2012-2015 წლებში დრამა სერიალით Downton Abbey-ით, შემდეგ კი ფილმ Cinderella-თი გაიცნო. ლილის ისეთ წარმატებულ კინო/სერიალებში აქვს მონაწილეობა მიღებული, როგორებიცაა: JWar & Peace (2016), Baby Driver (2017), Darkest Hour (2017) და სხვა.

ამჟამად, 32 წლის მსახიობი Pam And Tommy-ის გადაღებებითაა დაკავებული, სადაც ის პამელა ანდერსონის როლს ირგებს. პამელამ პირველად პოპულარობა Playboy Magazine-ისთვის ფოტოსესიით მოიპოვა, რის შედეგადაც 90-იანი წლების სექს სიმბოლოდ დარჩა. მანამდე კი ის სატელევიზიო პროექტებში Home Improvement (1991-1997) და Baywatch (1992-1998)-ში მონაწილეობდა.

No description available.
No description available.