რუსი მოდელი ირინა შეიკი დღეს 36 წლის გახდა

158

ირინა შეიკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია, რომელიც ფართო საზოგადოებამ 2007 წელს როგორც Intimissimi-ის ახალი სახე ისე გაიცნო. ირინამ მოდის ინდუსტრიაში მნიშნელოვანი ადგილი დაიკავა, 2010 წელს პირველი რუსი მოდელი გახდა, რომელმაც Sports Illustrated-ის გარეკანი დაამშვენა.

მიუხედავად იმისა, რომ ირინა ადრეულ ასაკშიც გამოირჩეოდა განსხვავებული გარეგნობით, მისი წარმატების გზა ნამდვილად არ ყოფილა მარტივი. ბევრი სირთულის მიუხედავად მან საბოლოოდ თითქმის ყველა ცნობილ მოდის სახლთან ითანამშრომლა, დაიკავა ისეთი ჟურნალების ყდები როგორიცაა ვოგი, ელი და სხვა. ირინა შეიკი წარმატებული კარიერული საქმიანობის პარალელურად ქალიშვილს ზრდის რომელიც ყოფილ პარტნიორი ბრედლი კუპერისგან ჰყავს. რუსი მოდელი და ამერიკელი მსახიობი 4 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ, მაგრამ შეინარჩუნეს მეგობრული ურთიერთობა და შვილის აღზრდაში თანაბრად იღებენ მონაწილეობას.

“ბრედლის გარეშე ცხოვრება ჩემთვის ახალი დასაწყისია. რთულია იპოვო ბალანსი მარტოხელა დედობასა და მშრომელ ქალს შორის. ზოგჯერ არის დღეები, როდესაც ვიღვიძებ და ვფიქრობ: ღმერთო არ ვიცი რა გავაკეთო.”- ამბობს ირინა ვოგთან ინტერვიუში.

ბოლოს ირინა შეიკის გამოსვლა ვერსაჩეს 2021 წლის კოლექციის ჩვენებაზე ვიხილეთ.