მომღერალი ქანიე ვესტი და ქართვველი დიზაინერი დემნა გვასალია Gap-თან თანამშრომლობას იწყებენ. ერთობლივად შექმნილი კოლექციის სახელწოდება Yeezy Gap Engineered by Balenciaga იქნება.
რამდენად წარმატებული აღმოჩნდება ახალი პროექტი ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა გასულ წლებში დემნას მიერ განხორციელებული პროექტებით თუ ვიმსჯელებთ, არაა გამორიცხული, რომ ამ თანამშრომლობამ ქართველ დიზაინერს კიდევ ერთი დიდი წარმატება და აღიარება მოუტანოს.