Forbes-მა წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტიკ-ტოკერი გამოავლინა

116

Forbes-მა წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტიკ-ტოკერები დაასახელა. სიის სათავეში 17 წლის ჩარლი დ’ამელიო აღმოჩნდა, რომლის შემოსავალმა 17.5 მილიონი დოლარი შეადგინა.

გავრცელებული ცნობით, ჩარლი ტიკ-ტოკზე პირველად 2019 წლის ივნისში გამოჩნდა. მისი ცეკვის ვიდეოს წყალობით რამდენიმე დღეში, ის ინტერნეტ ვარსკვლავად იქცა.

ამის შემდეგ,  ჩარლი მომღერალმა Bebe Rexha-მ ბრუკლინში, Jonas Brothers-ის ტურნეს ფარგლებში გამართულ საკონცერტო შოუზე მიიწვია. ამ დროისთვის, ჩარლის სპონსორების სიაში არიან – Invisalign, Morphe Cosmetics და Dunkin’ Donuts.