სასოწარკვეთილი დიასახლისების დაბრუნებაზე სოციალური სივრცე ალაპარაკდა

151

31 დეკემბერს ცნობილი სერიალის სასოწარკვეთილი დიასახლისების ფოტო მათივე სოციალური ქსელის გვერდზე დაიდო წარწერით: „სასოწარკვეთით ველოდებით 2022 წელს“. ტერი ჰეტჩერმა, ფელისიტი ჰაფმანმა, მარსია კროსმა და ევა ლონგორიამ ლამაზი კაბები მოირგეს და დაბადეს მნიშვლეოვანი კითხვა, ბრუნდება თუ არა საკულტო სერიალი ახალი სეზონით. ამაზე პასუხი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თუ გავიხსენებთ ბოლო პერიოდში გადაღებუულ 10 ან თუნდაც 20 წლიანი იუბილეებისადმი მიძღვნილ გადაცემებს, სეზონებს თუ ფილმებს, შეიძლება იმაშიც დავრწმუნდეთ რომ ეს სიახლე მხოლოდ ჭორი ან საახალწლო ხუმრობა სულაც არ არის.