არმანის სამი ჩვენება გაუქმდა

153

არმანის ჩვენებები, რომლებიც 15, 17 და 25 იანვარს იყო დაგეგმილი გაურკვეველი ვადით გადაიდო. სამი ჩვენება მილანსა და პარიზში უნდა გამართულიყო, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, იტალიური მოდის სახლის დიზაინერმა ჩვენებების გაუქმების გადაწყვევტილება მიიღო. რაც შეეხება ჩვენებების ციფრულ ფორმატში ჩატარებას, ამასთან დაკავშირებით არმანმა უარი განაცხადა. როდის მოხდება ახალი კოლექციის წარდგენა მოგვიანებით გახდება ცნობილი.