Grammy 2022-ის დაჯილდოების ცერემონია გადაიდო

284

Grammy 2022-ის დაჯილდოების ცერემონია გადაიდო. გადაწყვეტილება ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ მიიღო. ამ გადაწყვეტილების მიზეზადვირუსის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელება დასახელდა. ცნობისთვის, გრემის რიგით 64-ე დაჯილდოება 31 იანვარს იგეგმებოდა. გავრცელებული ცნობით მუსიკალურ ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიანი დაჯილდოების ჩატარების ახალი თარიღი უახლოეს მომავალში დაანონსდება.