Tbilisi Mural Fest-ზე გერმანული ჟურნალი BUNTE წერს

215

უკვე მესამე წელია რაც Tbilisi Mural Festival საქართველოში, კერძოდ თბილისში ტარდება. მისი დამფუძნებელი ბესიკ მაზიაშვილია. Tbilisi Mural Festival ქუჩის ხელოვნების ფესტივალია და იმითაა გამორჩეული რომ მასში Street art-ის ისეთი ლეგენდები მონაწილეობენ, როგორებიცაა Faith 47, monkey bird და JDL.

ფესტივალის მიზანია რომ თბილისი მაქსიმალურად აივსოს ლამაზი და უცხო ნამუშევრებით, გალამაზდეს შენობები თუ კედლები და რაც მთავარია რაც შეიძლება მეტი ძალიან ცნობილი ხელოვანის ნამუშევარს მოეყაროს თავი.

ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ნახატი 2021 წელს პარიზელმა წყვილმა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე შექმნა. გარდა იმისა რომ Monkey Bird-მა თბილისს არაჩვეულებრივი ნამუშევარი დაუტოვა, ისიც აღსანიშნავია რომ წყვილს ნახატი ცნობილი მუზეუმი ლუვრისთვისაც აქვს შექმნილი. უცხოელი ხელოვანების გარდა, რა თქმა უნდა, ღონისძიებაში არაჩვეულებრივი ქართველი მხატვრები მონაწილეობენ.

Tbilisi Mural Festival-ის შესახებ არა ერთი უცხოური გამომცემლობა წერს. ამჯერად თბილისი ცნობილმა გერმანულმა Bunte-მ მოიხსენია. Street Art ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა იმისათვის რომ მსოფლიოს თავი სხვა კუთხით გავაცნოთ.

No description available.
No description available.
No description available.
No description available.