ფრანგი ტყუპები გრიჩკა და იგორ ბოგდანოვები კორონავირუსით გარდაიცვალნენ

120

საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტელეწამყვანები, ტყუპი ძმები გრიჩკა და იგორ ბოგდანოვები კორონავირუსით გარდაიცვალნენ.

ბოგდანოვებმა საერთაშორისო პოპულარობა 1980-იან წლებში მოიპოვეს, როდესაც მათ სამეცნიერო და სამეცნიერო-ფანტასტიკური გადაცემები იმავე თემატიკის სტუდიიდან მიჰყავდათ. შემდეგ, 1990-იანი წლების პერიოდში მათ საკმაოდ ბევრი პლასტიკურ ქირურგიას მიმართეს და იერსახე შეიცვალეს, თუმცა თავად როგორც ამბობდნენ არაფერს ნანობდნენ, მეტიც ძალიან მოსწონდათ, რომ უცხოპლანეტელევს გავდნენ.

ცნობილი გახდა, რომ გრიჩკა ბოგდანოვი 28 დეკემბერს, ხოლო მისი ძმა ექვსი დღის შემდეგ, 3 იანვარს გარდაიცვალა. ფრანგი ძმები ვაქცინირებულები არ იყვნენ.