ცნობილ კომედიურ სერიალს Emily in Paris-ს სტერეოტიპების გამო ხშირად აკრიტიკებენ

213

ნეტფლიქსის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ცნობილი სერიალი Emily in Paris ხშირად ხვდება კრიტიკის ხარცეცლში. სერიალს დიდი რაოდენობით სტერეოტიპების გამო აკრტიკებენ.

ამჯერად, სერიალზე უკმაყოფილება უკრაინის კულტურის მინისტრმა გამოავლინა. მინისტრის თქმით, სერიალში უკრაინელი პერსონაჟის სტერეოტიპული, კარიკატურული სახეა შექმნილი. სერიალის მეორე სეზონში ახალ პერსონაჟს, უკრაინელ პეტრას ვეცნობით, რომელიც პარიზში კიევიდან ჩამოვიდა. ერთ-ერთ სერიაში პეტრა ემილისთან ერთად მაღაზიიდან ნივთს იპარავს. პეტრას სერიალში ცუდი გემოვნება აქვს და დეპორტაციისაც ეშინია.

“Emily in Paris-ში უკრაინელი ქალის კარიკატურული სახეა შექმნილი, რაც მიუღებელია. ეს შეურაცხმყოფელიცაა. ნუთუ, საზღვარგარეთ უკრაინელებს ასე ხედავენ?”, — დაწერა მინისტრმა Twitter-ზე.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მინისტრმა ამ ფაქტთან დაკავშირებით ნეტფლიქსს უკვე წერილიც გაუგზავნა.