სპენსერ ელდენის საჩივარი ნირვანას წინააღმდეგ სასამართლომ არ დააკმაყოფილა

134

როგორც იცით უკვე რამდენიმე თვეა, რაც ჯფუდ ნირვანას გარეკანის გამო სასამართლო მიმდინარეობს. ალბომ Nevermind-ის გარეკანზე გამოსახული ბიჭი, რომელიც უკვე 30 წლის მამაკაცია ბენდს ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებისთვის უჩივის, თავად კი მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციას ითხოვს.

ედგარი დიდი კრიტიკის ქვეშ მოჰყვა, რადგან მავანნი ამბობენ ის წლების განმავლობაში ამაყობდა, რომ ასეთი ცნობილი ბენდის ალბომის გარეკანზე იყო გამოსახული, მეტიც ის ხშირად მსგავსი ტიპის ფოტოებს იღებდა და თავად ალბომის სახელი გულზე ტატუდ აქვს გაკეთებული.

სწორედ გუშინ მოსამართლე ფერნანდო ოლგვინმა სარჩელი არ დააკმაყოფილა, თუმცა საქმე ღიად დატოვა და მომჩივნის მხარეს 13 იანვრამდე მისცა დრო შესაბამისი ცვლილებებით სარჩელის ხელახლა მოსამზადებლად.

საქმეში მოპასუხე მხარეს Nirvana-ის წევრები, დეივ გროლი და კრისტ ნოვოსელიჩი, ასევე კურტ კობეინის ცოლი კორტნი ლავი და გარეკანზე გამოსახული ფოტოს ავტორი, კირკ უედლი წარმოადგენდნენ.

No description available.