ჰარი პოტერის 20 წლის იუბილეს რამდენიმე ცნობილი ვარსკვლავი არ ესწრებოდა

174

უკვე 20 წელია რაც პოტერჰედები შორიდან ეტრფიან ჰოგვორტსის სამყაროს. ჰარი პოტერის პირველი ფილმის გამოსვლიდან 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად 1 იანვარს სპეციალური გადაცემა გამოვიდა, რომელმაც მასში მონაწილე მსახიობები და მომუშავე პერსონალი გააერთიანა.

გადაცემამ ძალიან ემოციურად ჩაიარა და ბევრი გულის ამაჩუყებელი მომენტიც გვაჩუქა, თუმცა მაყურებელი რამდენიმე ადამიანს დანაკლისს განიცდიდა და ამაზე უკმაყოფილებაც გამოითქვა. მაგალითად, იუბილეს ნამდვილად დააკლდა გრიფინდორის სახლის ხელმძღვანელი პროფესორი მინერვა მაკგონაგელი, რომლის როლსაც ინგლისელი მსახიობი მეგი სმითი ასრულებდა. ასევე გასაკვირი იყო პროფერ ალბუს დამბლდორის გარეშე გადაცემის ყურება. მაიკლ გემბონი ამ რომლზე მესამე ფილმიდან დაამტკიცეს, რადგან წინამდებარე მსახიობი რიჩარდ ჰარისი სამწუხაროდ გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ბატონი დარსლის როლის შემსრულებელი 2013 წელს გარდაიცვალა, თუმცა ბოროტი დეიდა პეტუნიას ნახვას მაინც ელოდა მაყურებელი. ცეცხლოვანი თასის სერიის ვარსკვლავი სედრიკ დიგორი, იგივე რობერტ პეტისონი ყოველთვის გამოირჩეოდა ჰარი პოტერის მიმართ სიყვარულით, სწორედ ამიტომ არავინ ელოდა თუ ის საიუბილეო გადაცემაში არ გამოჩნდებოდა.

და ბოლოს, როგორ შეიძლება ჰარი პოტერს უყურებდე და არგუს ფილჩი არ გაგახსენდეს თავისივე კატებით, რომელის არ გამოჩენამ ბევრ ადამიანს დაწყვიტა გული.