ადელს სილვესტერ სტალონეს სახლის ყიდვა სურს

238

ბრიტანელი მომღერალი ადელი, ლოს–ანჯელესში მდებარე სახლის შეძენის თაობაზე მოლაპარაკებებს მართავს. სახლი სილვესტერ სტალონეს ეკუთვნის და ბევერლი–ჰილზის დახურულ რაიონში მდებარეობს. სტალონეს მიერ 1990 წელს შეძენილ სახლში ექვსი საძინებელი, ცხრა სააბაზანო, სამხატვრო სტუდია, სატრენაჟორო დარბაზი და საუნაა.

2020 წელს სახლის გასაყიდი ფასი 110 მილიონი დოლარი იყო, თუმცა შემდეგ 80 მილიონ დოლარამდე ჩამოვიდა. ადელს სახლის ყიდვა 58 მილიონ დოლარად სურს.