Peaky Blinders-ის ბოლო ტრეილერი გამოვიდა

96

BBC-მ Peaky Blinders-ის მე-6 სეზონის ტრეილერი გამოუშვა, მთავარ როლს ისევ კილიან მერფი ასრულებს, რომელიც შელბების კრიმინალური დინასტიის წევრია, თუმცა ბოლო სეზონში ანია ტეოლორ-ჯოი, ტომ ჰარდი, პოლ ანდერსონი და ფინ კოული ითამაშებენ.

სერიალის მე-6 და ბოლო სეზონის პრემიერის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა 2022 წელს ნამდვილად იგეგმება. მართალია, შოუ მე-6 სეზონით მთავრდება, თუმცა რეჟისორ სტივენ ნაითის თქმით, Peaky Blinders-ზე ფილმის გადაღება 2023 წელს იგეგმება.

“ვაპირებ ფილმზე ვიმუშავო, რომელშიც სიუჟეტი ბირმინგემში განვითარდება. ეს, ფაქტობრივად, Peaky Blinders-ის ისტორიის დასასრული იქნება”, — განაცხადა სტივენ ნაითმა.