ჰარი პოტერის პირველი ფილმის გამოსვლიდან 20 წლის იუბილე გადაცემით აღინიშა

182

როგორც იცითმ ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის ფილმის გამოსვლიდან 20 წელი გავიდა. ამ განსაკუთრებული თარიღის აღსანიშნავად, 2022 წლის პირველ იანვარს სპეციალურ გადაცემას, სახელად Harry Potter 20th Anniversary: Return to Hogwarts გამოვიდა.

ემა უოტსონმა უკვე აღიარა, რომ ბავშვობაში ტომ ფელტონი უყვარდა. ამის შემდეგ კი საიდუმლო დენიელ რედკლიფმაც გაგვიმხილა: როგორც აღმოჩნდა, ის ბავშვობაში ბელატრიქსის როლის შემსრულებელზე — ჰელენა ბონემ კარტერზე იყო შეყვარებული და მას სასიყვარულო წერილიც კი მისწერა. გადაცემაში დენიელმა ბავშვობაში დაწერილი წერილიდან ნაწყვეტი წაიკითხა:

“მიყვარხარ და ვოცნებობ, 10 წლით ადრე დავბადებულიყავი, რომ შენთან შანსი მქონოდა. ძალიან მიყვარხარ და მადლობა, რომ ასეთი მაგარი ხარ”, — წაიკითხა დენიელმა.

მსახიობებმა აღიარეს, რომ ფილმების, განსაკუთრებით კი ცეცხლოვანი თასის გადაღებების დროს მსახიობები ერთმანეთს ხვდებოდნენ. დენიელმა ისიც კი გაიხსენა, რომ გოგოებთან დაკავშირებული რჩევებისთვის ემა უოტსონს ძალიან ხშირად მიმართავდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჰარი პოტერი მოყვარულთათვის ეს გადაცემა დიდი ემოციებით იყო დატვირთული! გადაცემას არ ესწრებოდა ჯოან როულინგი რომელიც ტრანსგენდერებზე გაკეთებული განცხადების შემდეგ თითქმის ყველა ღონისძიებიდან მოიხსნა, მათ შორის საიუბილეო გადაცემიდან.