სადღესასწაულო სეზონზე სხვადასხვა მოდის სახლები გარე ფასადების და ვიტრინები ჯადოსნურად განათებით იწონებენ თავს. ამ შემთხვევაში Dior-ის თავმომწონე მაღაზიებს გაჩვენებთ რომელიც წელს დიდი ყურადღების ცენტრში მოხვდა.
ბუტიკები პარიზში, ნიუ-იორკში, შანხაისა თუ ტოკიოშია განთავსებული. მარია გრაცია კიურის მიერ შექმნილი უახლესი Dior Cruise 2022-ის შთაგონებით, მაღაზიები მნახველებს მაგიურ სამყაროში მოგზაურობას სთავაზობენ და თვალისმომჭრელი ინსტალაციებითა და დეკორებით შობასა და ახალ წელს ულამაზებენ.





