კატებმა ილონ მასკის სატელიტური თეფშები დაიპყრეს

235

კანადის სოფელ კენანსტონის მაცხოვრებელმა აარონ ტეილორმა სოციალურ ქსელში დაწერა, თუ როგორ დაიპყრეს ეზოს კატებმა მის ეზოში Starlink–ის სატელიტური თეფშები.

სატელიტური თეფშები მიწაზეა და თოვლისდაგროვების საწინააღმდეგოდ გათბობის სისტემაც აქვს. კატებმა კი ჩათვალეს, რომ თეფშები საკმაოდ კომფორტულია კანადის მკაცრი კლიმატის პირობებში.

“საინტერესო ისაა, რომ მათ აქვთ საკუთარი სახლი, რომელშიც საკვები და წყალი აქვთ, თუმცა ძლიერ ყინვაში გადაწყვიტეს, რომ თეფში უფრო კომფორტულია. როდესაც მზე ჩადის, ისინი თავის სახლში ბრუნდებიან”, – წერს ტეილორი.