ჰოლი ბერის საახალწლო ხუმრობამ ინტერნეტი დაიპყრო

118

55 წლის ამერიკელმა მსახიობმა ჰოლი ბერიმ ახალი წლის პირველ დღეს სოციალურ მედიაში საუკეთესო მეგობართან ვან ჰანტთან ერთად გადაღებული რომანტიკული ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით “უკვე ოფიციალურად”. ამ ამბავზე მაშინვე ჩაერთნენ პაპარაცები, გამომცემლობები, ჟურნალისტები. გულშემატკივრები კი მსახიობს მისალოც წერილებს უგზავნიდნენ.

სოციალურ მედიაში ჰოლი ბერიმ მოგვიანებით საახალწლო მილოცვა გამოაქვეყნა, საზოგადოებას ბედნიერი 2022 წელი უსურვა და განაცხადა, რომ მეგობართან ერთად უბრალოდ იხუმრა, რაც ძალიან სახალისო გამოვიდა.

”როგორც ჩანს ხალხი მეორე ფოტოს არ დააკვირდა, ჩვენ უბრალოდ ვიხუმრეთ და ამით ძალიან კარგად გავერთეთ. დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის, მართლაც ძალიან გულისხმიერი კომენტარები იყო.”

No description available.
No description available.