საბერძნეთში უძველესი ქანდაკება აღმოაჩინეს

212

ბერძენმა არქეოლოგებმა საბერძნეთის ქალაქ ეპიდავრში ქალის ქანდაკება აღმოაჩინეს, რომელიც წინასწარი შეფასებით რომის იმპერიის დროს შეიქმნა.

“უძველესი ეპიდავრის ბაზრის ტერიტორიაზე უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა გაკეთდა. მარმარილოს ქალის ქანდაკება, რომელიც საკმაოდ კარგი ხარისხისაა. ქანდაკება მაპოვნია ხელებისა და თავის გარეშე. 2021 წლის გათხრების სეზონი უკვე დასრულდა, მაგრამ ძლიერმა წვიმებმა გადარეცხეს გრუნტი, რის შედეგადაც გამოჩნდა ბევრად ღრმა ფენები”, – აცხადებენ საბერძნეთის კულტურისა და სპორტის სამინისტროში.