დუეინ ჯონსონმა ვინ დიზელს უპასუხა

212

მსახიობმა დუეინ ჯონსონმა CNN-თან ინტერვიუში თავისი კოლეგის, ვინ დიზელის თხოვნას “ფორსაჟში” დაბრუნების თაობაზე, უპასუხა.

მისი განმარტებით, ის გააოცა დიზელის პოსტმა, რადგანაც მათ შორის პირადი საუბარი შედგა.

“მე პირადად ვესაუბრე პარტნიორებს Universal-ში. მე მხარი დამიჭირეს, რადგანაც მათ იციან არსებული პრობლემის შესახებ. არ დავბრუნდები. დიზელის პოსტი მანიპულაციის მაგალითია. მან ახსენა თავისი შვილები და პოლ უოკერის გარდაცვალება. სამწუხაროა, რომ ამ საჯარო დიალოგმა ყველაფერი გააფუჭა”, – აცხადებს ჯონსონი.