არნოლდ შვარცენეგერი ცოლს დაშორდა

180

მსახიობი არნოლდ შვარცენეგერი და ჟურნალისტი მარია შრაივერი განქორწინდნენ. პროცესი 10 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა.

მსახიობი და ჟურნალისტი 1986 წელს დაქორწიდნენ, თუმცა საქორწინო შეთანხმება არ დაუდიათ. შრაივერმა განქორწინება 2011 წელს მოითხოვა, რის შემდეგაც შვარცენეგერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მას მოსამსახურესთან 10 წლის ვაჟი, ჯოზეფი ჰყავს.

წყვილს ოთხი შვილი ჰყავს და აღსანიშნავია, რომ განქორწინების პროცესში მათ კარგი ურთიერთობა შეინარჩუნეს.