ლანა ვაჩოვსკიმ განაცხადა რომ მატრიცაზე მუშაობისას ის მშობლებს გლოვობდა

259

სანამ ის მატრიცას ახალ ნაწილზე მუშაობას დაიწყებდა რეჟისორი ლანა ვაჩოვსკის მშობლები ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალნენ. რეჟისორის თქმით, სწორედ The Matrix: Resurrections-ზე მუშაობა დაეხმარა, რათა მშობლების გარდაცვალებით გამოწვეულ მწუხარებას გამკლავებოდა.

რეჟისორის თქმით, ის წლების განმავლობაში დარწმუნებული იყო რომ მატრიცას მეოთხე ნაწილს არასოდეს გადაიღებდა, თუმცა, ამ პერიოდში მისთვის ეს გადაღებები, როგორც თავად ამბობდა წამალი იყო.

“მშობლების დაკარგვის შემდეგ რაღაც მჭირდებოდა, რაც დამეხმარებოდა. ასე დავწერე ისტორია ორი ადამიანის შესახებ, რომელიც უკან ბრუნდება და ამან ძალიან დამამშვიდა. სამომავლო გეგმებზე საერთოდ არ ვფიქრობდი, უბრალოდ ვწერდი და არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. შემდეგ ისტორია ერთ ადამიანს წავაკითხე, რომელსაც ძალიან მოეწონა და მითხრა, რომ ეს ამბავი ყველასთვის უნდა მომეყოლა”, — ამბობს რეჟისორი.

შეგახსენებთ, რომ The Matrix: Resurrections ტელეეკრანებზე 22 დეკემბერს გამოვიდა და საკმაოდ კარგი შეფასებებიც დაიმსახურა.