Don’t Look Up-ში მერილ სტრიპის შიშველი სცენა ლეონარდო დიკაპრიომ გააპროტესტა

214

როგორც იცით ფილმ Don’t look up-ში ბევრი ჩვენთვის ცნობილი და საყვარელი მსახიობი თამაშობს. მათ შორის მერილ სტრიპი და ლეონარდო დიკაპრიო არიან. ფილმში მერილი პრეზიდენტის როლს ასრულებს და მას ერთი სცენა ჰქონდა სადაც უნდა გაშიშვბლებულიყო, თუმცა როგორც გადაღებების შემდეგ აღნიშნეს ეს ფაქტი ლეონარდო დიკაპრიომ გააპროტესტა და მსახიობს ეს ნაბიჯი გადააფიქრებინა.

“მიუხედავად იმისა, რომ მერილ სტრიპს შიშველ სცენასთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონია, ლეონარდო დიკაპრიომ მსახიობის გადაღება გააპროტესტა, რადგან მისი აზრით, სტრიპი განსაკუთრებული ფიგურაა კინოს ისტორიაში”, — ამბობს რეჟისორი.

თუმცა, რეჟისორის თქმით, მერილ სტრიპს ეს ამბავი საერთოდ არ აღელვებდა და არც გაუპროტესტებია ის გადაწყვეტილება, რომ შიშველ სცენაში მის ნაცვლად დუბლიორმა ითამაშა.