როგორც იცით ამომავალი ვარსკვლავი ზენდაია ბოლო 2 წლის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა. 2020 წელს ის ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი და რიგით მეორე შავკანიანი ქალი გახდა ისტორიაში, რომელმაც ამერიკული სატელევიზიო პრემია “ემის ჯილდო” საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში მიიღო, ამჯერად კი ყველაზე ახალგაზრდა პიროვნება, რომელმაც ამერიკულ დიზაინერთა საბჭოს გადაწყვეტილებით CFDA Awards-ის “მოდის ოსკარად” წოდებულ დაჯილდოებაზე Fashion Icon-ის წოდება მიიღო. წარმოგიდგენთ 2021 წლის ზენდაიას ფოტოებს წითელი ხალიჩიდან.




