Dior-მა ტრევის სკოტთან კოლაბორაცია შეაჩერა

165

მოდის სახლმა Dior გადაწყვიტა მუსიკოს ტრევის სკოტთან თანამშრომლობა გაურკვეველი ვადით გადადოს. ერთობლივი კოლექცია მარკით Cactus Jack 2022 წლის გაზაფხული–ზაფხულის სეზონის ფარგლებში უკვე იანვარში უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, მაგრამ ახლა გაურკვეველია შედგება თუ არა რელიზი საერთოდ.

მოდის სახლის გადაწყვეტილება მუსიკოსის კონცერტზე მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ ტეხასში, ფესტივალზე Astroworld, ტრევის სკოტის გამოსვლისას 300 ადამიანი დაშავდა და რამდენიმე დაიღუპა.