კომპანიამ Apple ნიუ–იორკში მდებარე 12 მაღაზია გაურკვეველი ვადით, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდის გამო დაკეტა.
“რეგულარულად ვადევნებთ თვალყურს სიტუაციას და ვცდილობთ ვიზრუნოთ კლიენტებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობაზე” , – აცხადებენ კომპანიაში.
ნიუ–იორკის მაცხოვრებლებს პროდუქციის შეძენა ონლაინ–სერვისებით შეეძლებათ.