მეცნიერებმა დაადგინეს როგორ გამოიყურებოდა ამენჰოტეპ I

263

ქაიროს უნივერსიტეტის ექსპერტებმა კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით, დაადგინეს თუ როგორ გამოიყურებოდა ეგვიპტის ფარაონი ამინჰოტეპ I, რომელიც დაახლოებით 3000 წლის წინ ცხოვრობდა.

სარკოფაგი მუმიით ჯერ კიდევ XIX საუკუნეში აღმოაჩინეს, თუმცა მის გახსნას ვერავინ ბედავდა, რადგან ნეშტი იმდენად კარგად იყო შენახული, რომ მისი განადგურება არავის სურდა.

ამჯერად, კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით მკვლევარებმა ადამიანის 3D მოდელი შექმნეს.

“ვირტუალურად მოვხსენით მუმიას ნიღაბი და ქსოვილი, დეტალურად შევისწავლეთ სხეული. ამენჰოტეპი დაახლოებით 35 წლის იყო, როცა გარდაიცვალა. მისი სიმაღლე იყო 170 სმ. მის სხეულზე 30 ცალი თილისმა და ოქროს სარტყელი ვიპოვეთ. ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ ჭრილობები ან სხვა პათოლოგიები, რომლებიც ავადმყოფობაზე მიუთითებდნენ”, – აცხადებენ მეცნიერები.