როგორც გაირკვა ჯასტინ ბიბერს Spotify-ზე ყოველთვიურად 90 მილიონზე მეტი ადამიანი უსმენს. მონაცემების მიხედვით, პოპ-ვარსკვლავს ერთ თვეში ზუსტად 91,824,133 ადამიანმა მოუსმინა.
ახალგაზრდა მომღერალმა ედ შირანს გადაუსწრო, რომელიც 80,5 მოსმენით მეორე ადგილზეა, ხოლო მესამე ადგილს The Weeknd 78,1 მილიონი მსმენელით იკავებს.
ჯასტინ ბიბერი საკუთარი 6 ალბომით რა თქმა უნდა ძალიან პოპულარული იყო, თუმცა ამ რეკორდმა საზოგადოება მაინც გააკვირვა. მან არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ მთლიანად Spotify-ს რეკორდი დაამყარა.
Spotify-ის ათეული ასე გამოყურება:
#1 @justinbieber 91M
#2 @edsheeran 80.5M
#3 @theweeknd 78.1M
#4 @ArianaGrande 73.4M
#5 @DUALIPA 66.7M
#6 @Adele 66.2M
#7 @coldplay 62.3M
#8 @taylorswift13 60.7M
#9 @eltonofficial 60M
#10 @DojaCat 56.7M