Christie’s 2021 წელს აფასებს

214

სააუქციონო სახლი Christie’s განვლილ წელს აჯამებს და აღნიშნავს, რომ გაყიდვებიდან შემოსული თანხა 7,1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ მათი მთავარი კონკურენტის Sotheby’s–ის წლიურმა ბრუნვამ 7,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

2021 წელს რეკორდულ ბრუნვას მიაღწია Christie’s-ის კერძო გაყიდვებმა. როგორც სააუქციონო სახლის ხელმძღვანელები აღნიშნავენ, კერძო გაყიდვები დადებითად ისახება საჯარო გაყიდვებზეც. მათივე განმარტებით, 2021 წელს მყიდველთა რიცხვი 35%–ით გაიზარდა, რომელთა 32%–იც მილენიალები არიან. ახალი მყიდველების ორი მესამედი კი ონლაინ–პლატფორმებიდან არიან დაფიქსირებულები.

რაც შეეხება გეოგრაფიულ სტატისტიკას, აშშ–ში გამართულმა ვაჭრობებმა სრული ბრუნვის 35% შეადგინა, ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის წილმა 34%–ს მიაღწია, აზიამ კი 31%–ს.