სარა ჯესიკა პარკერი მხარს უჭერს ქალებს, რომლებიც კრის ნოტს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

257

როგორც იცით ამერიკელ მსახიობ, კრის ნოტს ქალბატონები სექსუალური ძალადობის ბრალდებით უჩივიან. როგორც ქალბატონები The Hollywood Reporter-თან საუბრისას აღნიშნავენ, კრის ნორტმა მათთან სქესობრივი კავშირი ძალადობრივი მეთოდის საფუძველზე დაამყარა.

შეგახსენებთ, რომ HBO Max-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სატელევიზიო პროექტის Sex And The City-ის ვარსკვლავ კრის ნოტთან, სერიალის ახალი სეზონის And Just Like That-ის გამოსვლისთანავე თანამშრომლობა არაერთმა კომპანიამ სერიოზული ბრალდებების საფუძველზე გაწყვიტა.

რამდენიმე საათის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ Sex And The City-ის ვარსკვლავი სარა ჯესიკა პარკერი ქალბატონებს მხარს უჭერს.

“ძალიან დიდი მწუხარება იყო იმის გაგება, რომ კრის ნოტს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ქალბატონებს და ვწუხვართ იმ საშინელი გამოცდილების გამო, რომლებიც მათ სექსუალური ძალადობის გამო მიიღეს.”

სარასთან ერთად დაზარალებულებს მხარი Sex And The City-ის ვარსკვლავებმა სინტია ნიქსონმა და კრისტინ დევისმაც დაუჭირეს.”