Coldplay 2025 წლიდან ახალი მუსიკის გამოშვებას შეწყვეტს

210

როგორც კრის მარტინის BBC-სთან ინტერვიუდან გავიგეთ, Coldplay ახალი სიმღერების წერას 2025 წლიდან შეწყვეტს.

“ზუსტად ვიცი, რომ ჯგუფის ბოლო ჩანაწერი 2025 წელს გამოვა და ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ რამდენიმე ტურნე გვექნება. არ გამოვრიცხავ, რომ გუნდის წევრებმა ვითანამშრომლოთ, მაგრამ Coldplay-ის კატალოგი ასე დასრულდება”, — ამბობს მარტინი.

ჯგუფმა მე-9 ალბომი, სახელად Music Of The Spheres, ამ წლის დასაწყისში გამოუშვა. თვის დასაწყისში Coldplay-მ ორი კონცერტი გამოტოვა, რადგან მათი ადმინისტრაციული გუნდის ორ წევრს COVID-19 დაუდასტურდა.

“ვუგზავნით ჩვენს სიყვარულს ყველა კოვიდინფიცირებულს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”, — ვკითხულობთ Coldplays-ის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.