საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ცნობით, ანა ბარჯაძის დოკუმენტური ფილმი “მწარე შაქარი” ადამი მედიის ფიჩინგ ფორუმის გამარჯვებული გახდა.ფილმი იქმნება ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით კომპანია 17/07-ის მიერ, პროდიუსერი – ირინა გელაშვილი. აღსანიშნავია, რომ ამავე კონკურსზე 17/07-ის კიდევ ერთმა პროექტმა “დაღესტნელი ტყვე ქალი”, რომლის რეჟისორიც ელენე ცინცაძე გახლავთ, ჟიურის სპეციალური ჯილდო მოიპოვა.