„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“ – ქუთაისური პრემიერა გაიმართება

234

მხოლოდ 25 დეკემბერს, 18:00 საათზე, ქალაქ ქუთაისში ალექსანდრე კობერიძის ფილმის „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“ პრემიერა შედგება.ჩვენების შემდეგ გაიმართება შეხვედრა რეჟისორსა და შემოქმედებით ჯგუფთან. აღსანიშნავია, რომ ქუთაისში გადაღებული ნამუშევარი გამოცემა IndieWire-ის 2021 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფილმების ათეულში მოხვდა.

ცნობისთვის, სეანსიკოვიდ რეგულაციების დაცვით გაიმართება. დასწრების მსურველები 15 წუთით ადრე უნდა გამოცხადდნენ კინოთეატრში და წარადგინონ მწვანე პასპორტი. ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.