Spiderman-მა ახალი რეკორდი დაამყარა

236

No Way Home-მა მხოლოდ აშშ-ში პირველ სამ დღეში $260 მილიონზე მეტი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით $340 მილიონზე მეტი გამოიმუშავა, რაც Avengers: Endgame-ის შემდეგ რეკორდული რაოდენობაა.

შეგახსენებთ რომ ადამიანი ობობას როლს ახალგაზრდა მსახიობი ტომ ჰოლანდი ასრულებს, ხოლო მის მეგობარ გოგონას კაშკაშა ვარსკვლავი ზენდაია.

Spiderman-ის პრემიერა 2021 წლის 16 დეკემბერს შედგა და როგორც რეჟისორმა გვამცნო, მის კიდევ ორ ნაწილს ვიხილავთ.