ცნობილი სერიალი “გრეის ანატომია” დასასრულს უახლოვდება

238

18 სეზონის შემდეგ მთავარი გმირის შემსრულებელი ელენ პომპეო თვლის რომ ნამდვილად დროა სერიალი დასასრულისკენ წავიდეს. ამ 18 სეზონის განმავლობაში მოვესწარით ძალიან ბევრი გმირის წასვლას, გადაბარგებას, გარდაცვალებას, გაქცევას.

ფაქტობრივად, იმ გუნდიდან, რომელიც პირველ სეზონში იყო მხოლოდ მერედიტ გრეი და რამენიმე ექიმი შემორჩნენ. ჯერ–ჯერობით ელენ პომპეოს და სერიალის რეჟისორ შონდა რაიმსს ერთი აზრი არ აქვთ სერიალის დასრულებასთან დაკავშირებით.

“თავს გულუბრყვილოდ ვგრძნობ, როცა ვამბობ, რომ შოუ აღარ უნდა გაგრძელდეს, რადგან ამაზე ძირითადი პასუხი ასეთია: “ვის აინტერესებს, ელენ? ასე ხომ უამრავ ფულს გამოვიმუშავებთ”. ამ ხალხის გადარწმუნება კი რთულია”, — ამბობს მსახიობი.